პროექტის სახელწოდება:ტყე შეუნახე შვილებსა
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:მოსწავლეებში იმის გააზრება თუ რა სარგებლობა მოაქვს მწვანე საფარს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან სამკურნალო მცენარეებს, შეისწავლიან რა სარგებლობა და სასიცოცხლო თვისებები გააჩნიატ მათ. გაითავისებენ რომ ტველამ უნდა მოუაროს ჩვენს ბუნებას და გადავარჩინოთ იგი.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეისწავლიან იმ სასარგებლო მოვლენებს, რაც მცენარეთა დიდი რაოდენობით არსებობას მოაქვს გარემოსათვის. ინტერნეტიდან და ჟურნალებიდან მოძიებული მასალებით მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას, თუ რა როლი აქვს მცენარეებს ეკოლოგიური პრობლემების არსებობაში, ბიოლოგიის გაკვეთილებზე გაეცნობიან რა მცენარეთა ფოთლებიდან ჟანგბადის გამოყოფის აუცილებლობას... ამის შემდეგ მივიყვანოთ მოსწავლეები იმ აზრამდე, რომ აუცილებელია ხეების დარგვა მათაც მოახდინონ, მოსწავლეებს უნდა გავუჩინოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის და მომავლის წინაშე, უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ნაცვლად ხეებს სხვა ვერ დარგავს და არ უნდა დაველოდოთ სხვას. ამის შემდეგ ყოველწლიურად შემოდგომასა და გაზაფხულზე მოვაწყოთ აქციები და ერთობლივად გავიდეთ სხვადასხვა ადგილებში ხეების დასარგავად, შემდეგ კი გავაგრძელოთ ამ ხეების მოვლაზე ზრუნვა
მონაწილეთა ასაკი: 5–17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან იმ სასრგებლო მოვლენებს, რაც მცენარეთა დიდი რაოდენობით დარგვას და არსებობას მოაქვს ადამიანისათვის და საერთოდ გარემოსთვის. მოსწავლეები გაეცნობიან ფოთლებიდან ჟანგბადის გამოყოფას და რომ ეს აუცილებელია
პირობაა ადამიანის ჯამრთელობისთვის. ისინი მივლიან იმ დასკვნამდე რომ ამისათვის საჭიროა ხეების ინტენსიური დარგვა. მოაწტობენ გაზაფხულზე და შემოდგომაზე აქციებს: "ვინ უფრო მეტ ხეს დარგავს". გაამწვანებენ სკოლის ეზოს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ბარი ,ნიჩაფი,ნერგი ხეების,ინტერნეტი,ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): დარგონ ხეები, გაუფრთხილდნენ მას მოუარონ.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: დაწტებით კლასებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან მცენარეთა ფოთლებიდან ჟანგბადის გამოყოფის მიმდინარეომას. გეოგრაფიის გაკვეთიზე გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას.,,საბუნებიმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანია მოზარდს გამოუმუშაოს კვლევის, სამყაროს და გარემოს შესწავლის, მისი დაცვის და შენარჩუნების უნარ-ჩვევები, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადეობის და გარემოს მიმართ“
შრომითი სწავლებასთან – მოსწავლე დაგეგმავს მეგობრებთან ერთად დეკორატიულად გააფორმებენ სკოლის ეზოს, კუთხეს, დარგავენ ხეებს და ნოუვლიან ყვავილებს.
კავშირი მათემატიკასთან–მოსწავლეები დაითვლიან და დაიანგარიშებენ თუ რამდენი ხე დარგო თითოეულმა კლასმა და რამდენი ხე დაირგო მთლიანად მთელს სკოლაში.
კავშირი ქიმიასთან– მოსწავლეები შეისწავლიან ჰაერის შემადგენლობას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ძირულის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ექსეულიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maiaekseulidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:ekseulidzemaia.blogspot.com
No comments:
Post a Comment